„ბლექ სი არენა“ გიორგი მიქაძისა და „ბასიანის“ „ვოისას“ მასპინძლობს
„ბლექ სი არენა“ გიორგი მიქაძისა და „ბასიანის“ „ვოისას“ მასპინძლობს

Check In Georgia-ს ფარგლებში „ბლექ სი არენაზე“ ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის გიორგი მიქაძის პროექტი „ვოისა“ მიმდინარეობს. „ბლექ სი არენას“ სცენაზე მაყურებლის წინაშე მუსიკალურ კომპოზიციებს ასრულებენ გიორგი მიქაძე, ანსამბლი „ბასიანი“, All-star Band-ი და სხვა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლები. პროექტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.

„აღნიშნული პროექტი შესანიშნავია. იგი ქართულ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკალურ მიმართულებებს საინტერესოდ აერთიანებს. იგი მიმზიდველია, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსმენელისათვის“, – აცხადებს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი.