„ბლექ აიდ ფისმა“ კონცერტამდე პრესკონფერენცია გამართა
„ბლექ აიდ ფისმა“ კონცერტამდე პრესკონფერენცია გამართა

„ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ (Black Eyed Peas) დღეს გახსნის.

ამერიკული მუსიკალური ბენდი საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვია. მათ სასტუმრო „პარაგრაფში“ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

„შთამბეჭდავი გამოვიდა. ისინი ძალიან გახსნილები, ლაღები არიან და ჩვენ მათგან საუკეთესო შოუს უნდა ველოდოთ.  პრესკონფერენციაზე დააანონსეს, როგორი მრავალფეროვანი და საინტერესო შოუ გველოდება“, – განაცხადა „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.