ბლეიზ მეტრეველმა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა
ბლეიზ მეტრეველმა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

ბლეიზ მეტრეველმა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 48 წლის ბლეიზ მეტრეველი MI6-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელია, ასევე გახდა პირველი ქალი, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა.

ბლეიზ მეტრეველმა საგარეო დაზვერვაში მუშაობა 1999 წელს დაიწყო. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ის თავისუფლად ფლობს არაბულს და ბავშვობაში საუდის არაბეთში ცხოვრობდა.

„თაიმსი“ წერს, რომ MI6-ის ახალი ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთში ბრიტანეთის გავლენის აღდგენას ისახავს მიზნად.