ბლეიკ გრიფინის სტატუსი ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში სრულიად ბუნდოვანია. კალათბურთელი, რომელიც გულშემატკივარს რამდენიმე წელი ეფექტური ჩატენვებით ახსოვდა, „დეტროიტში“ სრულყოფილ მოთამაშედ იქცა, შემდგომ კი გრიფინს ტრავმებმა მოსვენების საშუალება არ მისცა.
The Athletic – ის ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ბრუკლინი“ გრიფინის გადაბირებას ცდილობს. აღნიშნული ინფორმაცია ადრიან ვოჟნაროვსკიმაც დაადასტურა.