ბიზნესომბუდსმენს ნომინაცია „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ გადაეცა
ბიზნესომბუდსმენს ნომინაცია „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ გადაეცა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და კერძო და საჯარო სფეროს ინსტიტუციებს შორის ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინა.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს ნომინაცია „საუკეთესო თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ გადაეცა.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სამოქალაქო სექტორში იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც კერძო სექტორის წინაშე მდგარ გამოწვევებზე მუშაობენ. ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, წელს რამდენიმე მნიშვნელოვან საერთო წარმატებას მივაღწიეთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის ბიზნესომბუდსმენის სასამართლო მეგობრის ფუნქციის საერთო სასამართლოებში განვრცობის საკითხში, რომელზეც მუშაობა საქართველოს პარლამენტში უკვე დაწყებულია და რომელიც დარწმუნებული ვარ დაგვეხმარება წარმატებას მივაღწიოთ ჩვენ საერთო მიზნებში“, -განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გამარჯვებულები ასევე, გამოვლინდნენ, „ღია სასამართლო ინსტანციის“, „ყველაზე ღია საჯარო უწყების“, ყველაზე კომუნიკაბელური უწყების“, „წლის საუკეთესო მომსახურების“, „ახალგაზრდული იდეების ქომაგის“, „ღია საზოგადოების მხარდამჭერის“, „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციის“ და „საზოგადოების ხმის“ ნომინაციებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლოს ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.