ბიზნესომბუდსმენმა აზერბაიჯანულ მხარესთან ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა

12:33, 04.10.2019

ბიზნესომბუდსმენმა აზერბაიჯანულ მხარესთან ქვეყნებს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დურსუნ ჰასანოვს, კასპიის ევროპული კლუბისა და კასპიის ამერიკული კლუბის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და აღმასრულებელ დირექტორს თელმან ალიევს და კასპიის ევროპული კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილეს რასიმ მაჰმუდოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ბიზნეს კავშირების გაღრმავების მნიშვნელობასა და საქართველოში აზერბაიჯანული კომპანიების ბიზნეს საქმიანობაზე.

სტუმრებმა, ბიზნესომბუდსმენს იმ საკითხების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც აზერბაიჯანულ კომპანიებს საქართველოში საქმიანობის პროცესში აწუხებთ.

ასევე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ჩაერთვება რეგიონალურ საინვესტიციო ფორუმებში, რომელიც კასპიის ევროპული კლუბისა და კასპიის ამერიკული კლუბის ორგანიზებით დაიგეგმება.

მხარეებმა შეხვედრაზევე დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მსგავსი