ბიზნესმენისთვის გამოძალვის საქმეზე ბრალდებულებს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 
ბიზნესმენისთვის გამოძალვის საქმეზე ბრალდებულებს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 

საქმეზე, რომელშიც ე.წ კანონიერი ქურდის კახაბერ შუშანაშვილის სახელი ფიგურირებს, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გირშელ ონიანს, გიორგი გიორგაძეს და ბაქარ დევდარიანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

მათ ბრალად ედებოდათ ჯიმშერ მამისეიშვილისათვის 23 600 აშშ დოლარის გამოძალვა.

გამოძიების მტკიცებით, ბიზნესმენს თანხას ისინი ე.წ კანონიერი ქურდის სახელით ძალავდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გირშელ ონიანს გირაო ჰქონდა შეფარდებული, განაჩენის გამოცხადების შემდეგ ის დარბაზიდან აიყვანეს.