ბიზნესმენი ლევან ვასაძე აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის მისვლას ითხოვს
ბიზნესმენი ლევან ვასაძე აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის მისვლას ითხოვს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა.

როგორც ლევან ვასაძემ განაცხადა, თალაკვაძემ უნდა დადოს პირობა, რომ გაუქმდება ანტიდისკრიმინაციული კანონი.

„მიღებულ იქნას საქართველოში გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი იმისათვის, რომ ეს ჩვენი თავყრილობა რაღაც ლოგიკურ შედეგამდე მივიყვანოთ.

ჩვენ მოვითხოვთ მობრძანდეს აქ პარლამენტის თავმჯდომარე. აქ ამ კიბეებზე, ამჯერად თალაკვაძე. თუ მართლა თავი მიაჩნიათ ქართველი ხალხის რჩეულად და მოგცეს პირობა, რომ გააუქმებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.