ბიზნესმა სემეკთან ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა განიხილა
ბიზნესმა სემეკთან ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა განიხილა

საქართველოს ბიზნესასოციაციამ შეხვედრა გამართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორთან, ირინა მილორავასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმა განიხილეს, რომელიც ეტაპობრივ დერეგულირებასა და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ელექტრონულ პლატფორმაზე ორგანიზებას გულისხმობს.

როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული რეფორმა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ელექტროენერგიის წარმოებაში, გადაცემასა და განაწილებაში ჩართული კომპანიებისთვის, ასევე ყველა საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელთაც მოუწევთ კვალიფიციურ მომხმარებლად დარეგისტრირება და ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე შეძენა.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულფასოვანი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, – აცხადებენ ბიზნესასოციაციაში.

დატოვე კომენტარი