ბიზნესკომპანიებმა შშმ პირთა გაძლიერების პრინციპებს ხელი მოაწერეს
ბიზნესკომპანიებმა შშმ პირთა გაძლიერების პრინციპებს ხელი მოაწერეს

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესკომპანიებმა შშმ პირთა გაძლიერების პრინციპებს ხელი მოაწერეს, რითიც მზადყოფნას გამოთქვამენ, ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციასა და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერას.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, პროექტის მიზანია შშმ პირთათვის დასაქმების ადგილების მისაწვდომობა, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. გარდა ამისა, ხელმომწერი კომპანიები თანხმობას გამოთქვამენ, მოხდეს კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებზე, ხელი შეუწყონ მათ განათლებას.

ღონისძიება კორპორაციული პასუხისმგებლობის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი ორგანიზატორი არიან CSR კლუბი და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG).

ღონისძიება ​პარამოფარიკავე და მსოფლიო ჩემპიონმა ირმა ხეცურიანმა გახსნა.