ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით გაიზარდა
ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656.5 ათასს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით, 4 პროცენტით, ანუ დაახლოებით 25 ათასით მეტია.

2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, ზრდა 19.5 ათასს შეადგენს.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალია, ხოლო 59 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა 36.8 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

2018 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ.