ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის
ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის

2018 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 45,4 პროცენტი ვაჭრობის დარგზე მოდის, (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

საქსტატის ცნობით, მეორე ადგილზე ამ მხრივ დამამუშავებელი მრეწველობაა 12 პროცენტიანი წილით, მესამეზე კი, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 10 პროცენტიანი წილით.

ამასთან, მომდევნო ადგილზეა მშენებლობა – 9 პროცენტი;  ტრანსპორტი და დასაწყობება – 6,9 პროცენტი; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3,6 პროცენტი; 13,1 პროცენტი კი, სხვა დარგებზე ნაწილდება.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,3 პროცენტით გაიზარდა და 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა. პროდუქციის გამოშვება კი, 10,7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 5,6 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.