„ბიზნეს მედია კონტაქტის“ ღონისძიებაზე საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ დააჯილდოეს

22:55, 03.05.2019

ფორუმის „ბიზენეს მედია კონტაქტის“ ორგანიზებით, ბიზნესფორუმი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

შედგა იმ წარმატებული პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს საქართველოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, განათლების, ჯანდაცვისა და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, როგორც მაღალპროფესიული მედიაპროდუქტი.

ბიზნესფორუმის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და ექსკლუზიური ჯილდო.

მსგავსი