ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს კერძო სექტორს, 28 ნოემბერს ხელი შეუწყონ დასაქმებულებს, რათა საკუთარი არჩევანის დაფიქსირება შეძლონ
ბიზნეს ასოციაცია მოუწოდებს კერძო სექტორს, 28 ნოემბერს ხელი შეუწყონ დასაქმებულებს, რათა საკუთარი არჩევანის დაფიქსირება შეძლონ

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს მოუწოდებს კერძო სექტორს, არჩევნების დღეს, როგორც უქმე დღეს, ხელი შეუწყონ დასაქმებულებს საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაციაში. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს და მოუწოდებს კერძო სექტორს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს, როგორც უქმე დღეს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნას და ხელი შეუწყონ დასაქმებულებს საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სამუშაო საათი, ვაცნობიერებთ, რომ 28 ნოემბერი უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა ქვეყანაში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები; შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებას, რათა შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.