ბიზნეს ასოციაცია - ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა ბიზნესისთვის კვლავ მთავარი გამოწვევაა
ბიზნეს ასოციაცია - ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა ბიზნესისთვის კვლავ მთავარი გამოწვევაა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2021 წლის მეორე კვარტლის კვლევის თანახმად, გამოკითხული ბიზნესის 77 პროცენტი საქმიანობისათვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე საუბრობს.

აღნიშნული მაჩვენებელი გასული ერთი წლის განმავლობაში სტაბილურია და 70-80 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

„2021 წლის მეორე კვარტალში, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, სპეციალისტების ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები. თუმცა, პრობლემათა შორის, მიმდინარე კვარტალში, პირველ ადგილს უცვლელად, ისევ ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა იკავებს – აღნიშნულ ფაქტორს ხელის შემშლელად გამოკითხულთა 76 პროცენტი ასახელებს. მეორე ადგილს კი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები იკავებს, რომელთაგანაც ყველაზე მთავარი სწორედ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული შეზღუდვებია“, – აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.