ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო კვოტებთან და საინვესტიციო ფონდების მუშაობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ
ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო კვოტებთან და საინვესტიციო ფონდების მუშაობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცებული კვოტების ცვლილების შესახებ იმსჯელებენ.

დღესვე დეპუტატები მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც საქართველოში საინვესტიციო ფონდების მუშაობის გაუმჯობესებას ეხება.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, საინვესტიციო ფონდებთან დაკავშირებული ცვლილებები საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განვიხილავთ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივას. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა გახლავთ, საქართველოში საინვესტიციო ფონდების შექმნასთან, მათ მუშაობასთან დაკავშირებული წესები გახდეს კიდევ უფრო გამარტივებული, კიდევ უფრო ხარისხობრივი, რათა საინვესტიციო გარემო უფრო კარგი შეიქმნას. ასევე, შესყიდვების კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დავის განმხილველ საბჭოში იქმნება ისეთი მოწესრიგებული რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, მეტი დამოუკიდებლობა უნდა შეიძინოს ამ ორგანომ. ასევე, მაღალ დონეზე იქნება დარეგულირებული გასაჩივრების წესი. არის კიდევ სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი, რომლის მიხედვითაც მოხდება გადაადგილებები საქართველოს პარლამენტის წევრების დამტკიცებულ კვოტებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.