ბიუჯეტის პროექტსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი 12-15 დეკემბერს იმსჯელებს
ბიუჯეტის პროექტსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი 12-15 დეკემბერს იმსჯელებს

პარლამენტში საშემოდგომო სესია მომავალ კვირას დაიხურება, რის შემდეგაც სხდომები რიგგარეშე ფორმატში გაგრძელდება.

იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა რიგგარეშე სხდომაზე არ შეუძლია, აღნიშნული საკითხების განხილვა 12-15 დეკემბერს მოხდება.

კერძოდ, დეპუტატები 13 დეკემბერს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, ხოლო მოგვიანებით მსჯელობა ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაიწყება, რომლის გათვალისწინებით, ე.წ. ბონუს სისტემა გაუქმდება და 2020 წელს პოლიტიკური პარტიების ბლოკებად გაერთიანება ერთჯერადად იქნება დაშვებული.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით მიიღებს, ხოლო მესამე მოსმენით დამტკიცება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.