ბიუჯეტის განხილვისას დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრს მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს
ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს.
უმრავლესობის წევრი სვეტლანა კუდბა დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ექთნების ანაზღაურების გაზრდა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კი კითხვა სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებზე დასვა.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, დოკუმენტთან დაკავშირებით შეხვედრები არაერთ ფორმატში ჩატარდა და გაითვალისწინეს დეპუტატთა ნაწილის შენიშვნებიც. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, უმრავლესობის წევრებმა დღეს ფორმალური კითხვები არ დასვეს.
ფინანსთა მინისტრმა დეპუტატებს 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია გააცნო. სესიას 30-მდე დეპუტატი ესწრებოდა.