ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 55.7 პროცენტამდე იზრდება
ბიუჯეტის ცვლილებების პროექტით, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 55.7 პროცენტამდე იზრდება

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსი 3,4 მილიონი ლარს შეადგენს.

პროექტის თანახმად, აღნიშნული თანხა 18 მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის არის: შემოსავლის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება; კომუნალური ხარჯების სუბსიდირება; ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს, სესხების პროცენტების სუბსიდირებასა და სხვა.

2020 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 4 პროცენტიან შემცირებაზე დაკორექტირდა. ბიუჯეტის დეფიციტი 2,5 პროცენტიდან 8,5 პროცენტამდე იზრდება. შესაბამისად, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 55,7 პროცენტამდე იზრდება. წლის ბოლომდე დაგეგმილია 1,5 მილიარდი დოლარის საგარეო დაფინანსების მიღება.

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, 850 მილიონი დოლარის დახმარებაზე უკვე ხელშეკრულებები გაფორმებულია, მომდევნო თვეებში ხელშეკრულებები გაფორმდება დარჩენილ დაფინანსებაზეც.