ბიტკოინი 30 პროცენტით გაუფასურდა
ბიტკოინი 30 პროცენტით გაუფასურდა

კრიპტოვალუტა ბიტკოინმა იანვარი 30 პროცენტიანი გაუფასურებით დაასრულა.

ბიტკოინის 200 მილიარდი დოლარის მოცულობის ბაზარმა მხოლოდ ერთ თვეში 44 მილიარდი დოლარი დაკარგა. 

ეს ბიტკოინის არსებობის მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაუფასურებაა დოლარში ერთ თვიან პერიოდში, რამაც სკეტიკოსებს კიდევ ერთხელ მისცა საბაბი, რომ ზოგადად კრიტპოვალუტის ნდობის საკითხი ეჭვქვეშ დაეყენებინათ.

ანლიტიკოსები შიშობენ, რომ კრიპტოვალუტის მაღალი, მაგრამ რისკის შემცველი მოგებით მოხიბლული ბევრი წვრილი ინვესტორი დაიწვავს ხელს.

ბიტკოინის ფასმა, გასულ წელს რეკორდული ზრდის შემდეგ, დეკემებრში პიკს მიაღწია და ერთი ბიტკოინის ღირებულებამ 20 ათასი დოლარი შეადგინა, თუმცა უარყოფითი მოვლენების ნაკადმა, როგორიც იყო 26 იანვარს იაპონიის პოპულარული კრიპტოვალუტის ბირჟიდან 500 მილიონი დოლარის დაკარგვა და გლობალურ დონეზე კრიპტოვალუტაზე რეგულაციების გაძლიერების ტენდენცია, კრიპტოვალუტას დიდი დარტყმა მიაყენა და 2018 წელი კრიტპოვალუტამ მკვეთრი გაუფასურებით დაიწყო.

ანალიტიკოსები არ გამორცხავენ, რომ ერთი ბიტკოინის ფასი 5-6 ათას დოლარამდეც დაეცეს, თუმცა დიდი ალბათობით მისი ღირებულება თანდათან ისევ 10-15 ათას დოლარამდე გაიზარდოს.