ბითაძის რეკორდული 38 ქულა და ორმაგი დუბლი - ბეჟანიშვილმა 25 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის განვითარების ლიგაში „ფორტ ვეინ მედ ანტსმა“ და „გრანდ რაპიდს გოლდმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა გამართეს და ამჯერადაც, „ინდიანა პეისერსის“ G ლიგის გუნდმა მოიგო 131-127.
როგორც წინა შეხვედრაში, დღესაც ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო.
გოგა ბითაძეს კარიერაში გამორჩეული თამაში ჰქონდა, რადგან მან 37 წუთში 38 ქულითა და 14 მოხსნით (2 შეტევაში) ორმაგი დუბლი გაიფორმა და კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მის ანგარიშზე ასევე 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. გოგამ 8-დან 6 სამქულიანი და 11-დან 7 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან კი 3-დან 3 ბურთი ჩააგდო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძე მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.
კარგი შეხვედრა ჰქონდა გიორგი ბეჟანიშვილსაც, რომელმაც 38 წუთი ითამაშა და 25 ქულის, 7 მოხსნისა და 1 პასის დაგროვება მოასწრო. ის ორქულიანებს 100-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა და 11-დან 11 შანსი გამოიყენა. სამქულიანი კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ, გიორგი საჯარიმოს ხაზთან 2-ჯერ დადგა და ორივეჯერ ზუსტი იყო. მან 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

„მედ ანტსს“ ამ მატჩის შემდეგ 8 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა, „გრანდ რაპიდსს“ კი 5 მოგება და 6 წაგება აქვს.