ბითაძის ორმაგი დუბლი – „მეგა ბიმაქსი“ თასის ნახევარფინალშია

12:12, 17.02.2018

სერბეთის თასის გათამაშებაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძემ. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა „დინამიკის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა.

ბითაძის ანგარიშზე 21:37 წუთში: 17 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში) და ორი დაფარებაა.

საქართველოს ნაკრების ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 31 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგია. მისმა „მეგა ბიმაქსმა“ კი მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით 94-79 დაამარცხა.

სერბეთის თასის ნახევარფინალში ბიმაქსელთა მეტოქე ბელგრადის „პარტიზანი“ იქნება. შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი