სერბეთის ჩემპიონატში გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ოთხი ტურის შემდეგ, მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
ამჯერად ქართველი ცენტრის გუნდი შინ თამაშობდა „ბორაცის“ წინააღმდეგ, პირველი მეოთხედის შემდეგ შვიდი ქულით ჩამორჩა და სწორედ ამ სხვაობით წააგო მატჩი – 81:88.
ბითაძე 18 ქულით ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. 25 წუთში მისი სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 18 ქულა (4/7 – ორქულიანი, 1/1 – სამქულიანი, 7/10 – საჯარიმო), ოთხი მოხსნა, ორი პასი, სამი ჩაჭრა, ოთხი დაფარება.
სერბეთის ჩემპიონატში მორიგ მატჩს „მეგა ბიმაქსი“ 30 აპრილს „ზლატიბორთან“ სტუმრად გამართავს.