ბითაძის 17 ქულა, შვიდი მოხსნა და ორი დაფარება „ხიმკისთან“ [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ 22-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

გოგა ბითაძის „ბუდოჩნოსტი“ საკუთარ არენაზე რუსულ „ხიმკის“ დაუპირისპირდა და ბოლო წუთებზე დასანანი მარცხი განიცადა (90-98).

19 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:55 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 17 ქულა, შვიდი მოხსნა მოხსნა, ერთი გადაცემა და ორი დაფარება დააგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ნორის კოულთან ერთად გუნდში საუკეთესო იყო – 25.

„ბუდუჩნოსტს“ 22 თამაშიდან ექვსი მოგება და 16 მარცხი აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. საპლეიოფო ზონას ის უკვე ოთხი მოგებით ჩამორჩება.

22 თებერვალს „ბუდუჩნოსტი“ „ჟალგირისს“ ესტუმრება, რომელსაც რვა გამარჯვება აქვს.