ბითაძის 11 ქულა და შვიდი მოხსნა - ბუდუჩნოსტი ლიდერთან დამარცხდა [ვიდეო]
00:20, 20.03.2019
საკალათბურთო „ევროლიგაში” 27-ე ტურის ორი მატჩი უკვე დასრულდა. გოგა ბითაძემ, რომელიც ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დასახელდა, სტამბოლის „ფენერბაჰჩეს” 11 ქულა ჩაუგდო, რასაც შვიდი მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მიამატა. 19 წლის ქართველმა ცენტრმა, ეს ყველაფერი, 17 წუთში მოასწრო.
იასმინრეპეშამ, ამჯერად მეტი დრო არ დაუთმო გოგას. აღსანიშნავია რომ, პოდგორიცელთა შემადგენლობაში, ტრავმის გამო არ უთამაშია ნორის კოულს. შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეგულარული სეზონის ლიდერის გამარჯვებით დასრულდა. ჟელიმარობრადოვიჩის გუნდმა 76-67 გაიმარჯვა და პირველობისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. სტამბოლელებს ნიკოლა კალინიჩმა 14 ქულით ულიდერა.
დღესვე, მოსკოვის “ცსკა”-მ სტამბოლის „ეფესი” გასვლაზე, დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 80-78 დაამარცხა. საფინალო სირენამდე 1,6 წამით ადრე, ეფექტური შესვლით და ზუსტი ორქულიანით, მოსკოველებს კორი ჰიგინსმა მოაგებინა. საბოლოდ, ჰიგინსმა შეხვედრა 19 ქულით დაასრულა. ამდენივე ქულა მოაგროვა, მასპინძელთა ამერიკელმა კალათბურთელმა, ბრაიან დანსტონმა. „ეფესი” წაგების მიუხედავად საუკეთესო ხუთეულში ინარჩუნებს ადგილს და პლეი-ოფში თამაში თითქმის გარანტირებული აქვს. რაც შეეხება „ცსკა”-ს, დიმიტრის იტუდისის გუნდი, კვლავ მეორე პოზიციაზეა.