ბითაძის 11 ქულა და 7 მოხსნა ფენერბახჩესთან წაგებულ მატჩში (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 27-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა. გოგა ბითაძის ბუდოჩნოსტი სტუმრად სტამბოლში ფენერბახჩეს დაუპირისპირდა და მეტოქესთან 76-67 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის ცენტრმა მოედანზე გატარებულ 17:42 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. საკუთარ გუნდში ბითაძე ქულათა რაოდენობით მხოლოდ კლარკს ჩამორჩა (20 ქულა). 10-10 ქულით დაასრულეს შეხვედრა პოპოვიჩმა და ბაროვიჩმა. თურქულ გუნდში კი ყველაზე მეტი 14 ქულა კალინიჩის ანგარიშზეა. 13 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ფენერბახჩეს ჩეხმა ლეგიონერმა ვესელიმ.

ანადოლუ ეფესი – ცე ეს კა 78-80
ოლიმპიაკოსი – ბაიერნი 89-69
ბარსელონა – გრან კანარია 93-64