20 წლის ქართველმა ცენტრმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) განვითარების ლიგაში მორიგი შეხვედრა გამართა. „ინდიანას“ სატელიტმა გუნდმა „ფორტ ვეინ მედ ანსტმა“ „კანტონ ჩარჯსთან“ სტუმრად 111-106 წააგო.
გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 32 წუთი გაატარა და ამ 13 ქულა, 15 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე), 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო.