„ინდიანას“ მთავარი მწვრთნელი ნეიტ მაკმილანი კვლავ არ აძლევს საფუძვლიანად თავის გამოჩენის საშუალებას ახალაგაზრდა ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს. „პეისერსი“ სტუმრად „კლივლენდს“ დაუპირისპირდა და რეგულარულში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო (104-113)
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ტი ჯეი უორენი გახდა, რომელმაც 30 ქულა მიითვალა. მალკოლმ ბროგდონის ანგარიშზე 22 ქულაა, ვიქტორ ოლადიპომ 19 ქულა დააგროვა. საბონისმა და ტერნერმა ორმაგი დუბლები შეასრულეს.
გოგა ბითაძე კი მოედანზე მხოლოდ 3 წუთით და 37 წამით გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა ამ დროში ქულა ვერ ჩააგდო და მხოლოდ ერთი სროლა ჰქონდა – მან სამქულიანის ჩაგდება სცადა, რაც არ გამოუვიდა.