ბითაძემ და მამუკელაშვილმა NBA-ს ახალი სეზონი გამარჯვებებით გახსნეს [ვიდეო] #1TVSPORT
ფლოდირული დერბით დაიწყო NBA-ს ახალი საკალათბურთო სეზონი გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“. „ჯადოქრებმა“ „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლეს და 125:121 დაამარცხეს.
ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19 წუთში მეტად შედეგიანი იყო: 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო, 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს „ატლანტა ჰოუქსთან“ ასევე შინ გამართავს.

სწორედ „ატლანტა“ დაამარცხა მისავე მოედანზე სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ – 138:118.
სანდროც სათადარიგო იყო და მანაც დიდი სარგებელი მოუტანა გუნდს: 17 წუთი, 5-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება. როდესაც ის მოედანზე იყო „ტორონტო“, 21 ქულით გაიქცა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მამუკელაშვილის არცერთ თანაგუნდელს არ ჰქონდა.
„რეპტორსი“ შემდეგ მატჩს 25 ოქტომბერს შინ „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებს.