ადრიატიკის ლიგაზე, ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს, გოგა ბითაძე. საქართველოს ნაკრების ცენტრი, სერბული კლუბის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა. მეცხრე ტურის შეხვედრაში, „მეგამ“ საკუთარ დარბაზში, ზაგრების „ციბონა“ 82-80 დაამარცხა.
ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი, სწორედ, ქართველი კალათბურთელი გახდა. 19 წლის ბითაძემ, 28:50 წუთში, 28 ქულა, 6 მოხსნა და 4 ბლოკშოტი მიითვალა აქტივში. გოგამ, 13-დან 9 ორქულიანი და 14 დან 10 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 34 ჰქონდა და მატჩის MVP გახდა. ამ სტატისტიკის მიხედვით, ბითაძე, დიდი ალბათობით, მთლიანად ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდება. „მეგა ბიმაქსი“ ადრიატიკის ლიგაზე, მეორე ადგილზე იმყოფება. სერბული კლუბი, მომდევნო შეხვედრას, პოდგორიცეში, ადგილობრივი „ბუდუჩნოსტის“ წინააღმდეგ გამართავს.