ბითაძე მოეადანს დაუბრუნდა - „ბუდუჩნოსტის“ საშიანაო მარცხი „ბაიერნთან“ [ვიდეო]
ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ, გოგა ბითაძე მოედანს, გუშინ დაუბრუნდა. „ევროლიგის“ 24-ე ტურში, ქართველი კალათბურთელის „ბუდუჩნოსტმა“ საკუთარ მოედანზე, მიუნჰენის „ბაიერნი“ მიიღო და 75:89 წააგო.
ბითაძე შეხვედრაში, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე თითქმის 22 წუთი გაატარა. როგორც ჩანს, იძულებითი პაუზის შემდეგ, 19 წლის ცენტრი ჯერ ფორმაში ვერ შევიდა. გოგამ გერმანელთა წინააღმდეგ: 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ პოდგორიცეში ჩატარებულ მატჩს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სკაუტები, სწორედ ბითაძის დასაკვირვებლად დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშე, ზაფხულში დრაფტზე დადგება და როგორც ამერიკელი მიმომხილველები და პოპულარული გამოცემები, იტყობინებიან, ბითაძე შესაძლოა მე-11-ე ნომრად აირჩიონ.
რაც შეეხება „ევროლიგას“, მონტენეგროს კლუბი, კვლავ აუტსაიდერთა შორის იმყოფება. მომდევნო ტურში, „ბუდუჩნოსტის“ მეტოქე, ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ იქნება.
ოლიმპიაკოსი-ცსკა 81:97
ბარსელონა-რეალი 77:70