ბითაძე 13 ქულით დაბრუნდა
ბითაძე 13 ქულით დაბრუნდა

ტრავმით გამოწვეული ორმატჩიანი პაუზის შემდეგ, სერბეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა „მეგა ბიმაქსის“ ცენტრი გოგა ბითაძე. მისი გუნდი სტუმრად მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, „ბორაცს“ სტუმრად ხვდებოდა.

ბითაძე საუკეთესო იყო თავისი გუნდის რიგებში. მან 31.26 წუთში 13 ქულა (3/4 – ორქულიანი, 1/1 – სამქულიანი, 4/7 – საჯარიმო) და ხუთი მოხსნა მიითვალა. მიუხედავად ამისა, „მეგა ბიმაქსი“ დამარცხდა – 77:89 და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

ბითაძის გუნდი ხუთი მოგებით მესამე ადგილზეა და ორი მოგებით ჩამორჩება მეორეადგილოსან „ბორაცს“, მეორე ეტაპის დასრულებამდე კი ერთი ტურია დარჩენილი.