მედია – ბიშკეკში აქციაზე დაპირისპირების შედეგად 130-მდე ადამიანი დაშავდა, დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

02:19, 06.10.2020

ყირგიზეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 130-მდე ადამიანი დაშავდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, უმეტესობა მათგანი სამართალდამცველია.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში პარლამენტის შენობაში არიან შეჭრილი, სადაც საკანონმდებლო ორგანოს გარდა, მთავრობის ადმინისტრაციაც არის განთავსებული. ორსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, მონიტინგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა მოახერხეს.

დემონსტრაციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.

მსგავსი