ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის საგანგებო ელჩი თეირანს 14 ოქტომბერს ეწვევა
ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის საგანგებო ელჩი თეირანს 14 ოქტომბერს ეწვევა

ბირთვული მოლაპარაკების საკითხებში ევროკავშირის საგანგებო ელჩი ენრიკე მორა თეირანს ხუთშაბათს, 14 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლების თარიღი ჯერ უცნობია.

ვიზიტი თეირანსა და ბრიუსელს შორის კონსულტაციების შედეგია. მხარეები 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენას ცდილობენ, რომელსაც ვაშინგტონი გამოეთიშა და შედეგად, ირანმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა.