„ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორი – ზაფხულის შემდეგ კარანტინი აღარ დაგვჭირდება

10:33, 21.03.2021

ზაფხულის შემდეგ ჩვენ კარანტინი აღარ დაგვჭირდება – ეს კომპანია „ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორის უგურ შაჰინის განცხადებაა.

„ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში ჩვენ ზაფხულის მიწურულიდან დიდი ალბათობით კარანტინი აღარ დაგვჭირდება. სავარაუდოდ, იქნება პატარა აფეთქებები, მუტაციები, მაგრამ ისინი ვეღარ შეგვაშინებენ“, განაცხადა შაჰინმა.

ბიოენტექი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა.

მსგავსი