თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის საქმის განხილვა გადაიდო, ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის საქმის განხილვა გადაიდო, ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებული ექვსი პირის საქმის განხილვა სასამართლოში ხვალ განახლდება.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის გადაწყვეტილებით, გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ​ და მათი საქმის განხილვა ხვალ გაგრძელდება.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულ პირებს მათი მხარდამჭერები შეძახილებით და ოვაციებით შეხვდნენ.

აღნიშნული პირების საქმის განხილვა 20 ნოემბრის, 13:00 საათისთვის ჩაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს.

დატოვე კომენტარი