ბილიარდი | ლევან კიკალიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით ბათუმში ბილიარდში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა. გამარჯვებულები კლასიკური ბილიარდის თავისუფალი პირამიდის დისციპლინაში გამოვლინდნენ. ქართველი სპორტსმენებიდან საუკეთესო შედეგს ლევან კიკალიშვილმა მიაღწია, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტურნირებზე ფონდის ხელშეწყობით გამოდის და ამჯერადაც მიღწეული წარმატებისთვის ფონდისგან ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.