„ბილდის“ ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკის ქალაქ კურახოვოდან გავიდნენ, „დიფ სთეითის“ ცნობით კი, რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში კონსტანტინოპოლსკოე დაიკავეს
„ბილდის“ ანალიტიკოს იულიან რიოპკეს განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის რეგიონის ქალაქ კურახოვოდან გავიდა. რიოპკეს თქმით, ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ქალაქი.
უკრაინული მედია წერს, რომ კურახოვოს დაკარგვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. პარალელურად, უკრაინული ანალიტიკური პროექტი „დიფ სთეითი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის რეგიონში დასახლებული პუნქტი კონსტანტინოპოლსკოე დაიკავეს და კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტის მიმართულებით წინ წაიწიეს.
„დიფ სთეითის“ თანახმად, რუსმა სამხედროებმა აიღეს ტრუდოვოე და უსპენოვკა, სადაც საალყო მდგომარეობის გამო ყველა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ ვერ მოახერხა გამოსვლა.