„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ გამოცემა „ბილდის“ ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა დაწერა.
აღნიშნავენ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარებით თავად 47 წლის სპეციალისტიც არის დაინტერესებული.
ასევე პრესაში აღნიშნავენ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, „იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი დაინიშნოს.
ტუხელის მოქმედი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამჟამად, „მანჩესტერ იუნაიტედს“ სათავეში ოლე-გუნარ სოლსკიაერი უდგას.