ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რაული „შალკეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევა.
გაზეთ „ბილდის” ინფორმაციით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა დავიდ ვაგნერის მუშაობით. გელზენკირხენული კლუბი ბუნდესლიგაში 11 მატჩია ვერ იგებს. ბოლო გამარჯვება „შალკემ” მე-17 ტურში „გლადბახთან” მატჩში მოიპოვა.
„შალკეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა პრეტენდენტები არიან რალფ რანგნიკი, რალფ ჰაზენჰიუტლი და როჯერ შმიდტი.
„რეალის” დატოვების შემდეგ, რაული „შალკეში” 2010-12 წლებში თამაშობდა. დღეისთვის ექს-ფორვარდი „რეალის” მეორე გუნდის – „კასტილიას” მთავარი მწვრთნელია.