„ბილდი“ – გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 58% ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს

13:45, 17.11.2026

კვლევით ინსტიტუტ INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 58% ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბილდი“ ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 26% სურს, რომ კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) კოალიცია ხელისუფლებაში 2029 წლამდე დარჩეს.

ამასთან,  კითხვაზე, მისცემდნენ თუ არა ხმას იმავე პარტიას, რომელსაც მხარი 2025 წელს დაუჭირეს, 59%-მა დადებითად უპასუხა, 25%-მა კი განაცხადა, რომ ხმას სხვა პარტიას მისცემდა.

როგორც გერმანული მედია წერს, გამოკითხვის შედეგები საგრძნობლად განსხვავდება რესპონდენტების პარტიული სიმპათიების მიხედვით. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მხარდამჭერთა 60%-ს და „სოციალ-დემოკრატების“ ამომრჩეველთა 50% მიიჩნევს, რომ ფრიდრიხ მერცი ხელისუფლებაში 2029 წლამდე უნდა დარჩეს. ამასთან, სხვა პარტიების მხარდამჭერთა უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს.

მსგავსი