Bild-ი - ტუხელსა და კიმიხს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა #1TVSPORT
ურთიერთობა „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელსა და გუნდის ნახევარმცველ იოზუა კიმიხს შორის საბოლოოდ გაფუჭდა და ფეხბურთელი სერიოზულად ფიქრობს წასვლაზე. ამის შესახებ წერს გაზეთი Bild-ი.
წყაროს ცნობით, კიმიხმა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში იგრძნო თავი მიტოვებულად, როცა ტუხელმა საყრდენი ნახევარმცველის შეძენა გადაწყვიტა, რომელიც გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უნდა გამხდარიყო. იულიან ნაგელსმანის მწვრთნელობისას კიმიხი, ფაქტობრივად, მწვრთნელის ასისტენტი იყო, მაგრამ ტუხელის მისვლის შემდეგ ნახევარმცველმა ეს სტატუსი დაკარგა.
კვირას, „ბოხუმთან“ 2:3 წაგების შემდეგ კიმიხმა კინაღამ ხელჩართული ჩხუბი გაუმართა „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტს.
იოზუა კიმიხი „ბაიერნში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.