Bild - ნათია თოდუა ევროვიზიაზე შესაძლოა, გერმანიის სახელით წარდგეს
Bild - ნათია თოდუა ევროვიზიაზე შესაძლოა, გერმანიის სახელით წარდგეს

გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა ევროვიზიის კონკურსზე შესაძლოა, გერმანიის სახელით წარდგეს. ამის შესახებ გერმანული Bild-ი წერს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ იდეას გერმანიის ცნობილი მომღერლები და ჟურნალისტები აქტიურად განიხილავენ. მათი მოსაზრებით, ქართველი მომღერალი იოლად შეძლებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებიდან ხმების მიღებას.

თავად ნათია ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას მუსიკალურ კონკურსში გერმანიის სახელით და ამ გზით „გადაუხდის მადლობას ქვეყანას, რომელმაც ასე გულითადად მიიღო“.

Bild-ის ცნობით, ნათია თოდუა იანვარში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გამართულ კონცერტებში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი, სტუდიაში სიმღერებზე მუშაობას გეგმავს.

პარალელურად კი, გერმანული Voice-ის ქართველ გამარჯვებულს გერმანიის პოპმუსიკის აკადემიაში სურს სწავლის გაგრძელება.

21 წლის ქართველმა მომღერალმა კონკურსში ხმების 50,10% მოიპოვა.