Bild - გერმანიის მოქალაქე მიგრანტებთან ჩხუბის შემდეგ დაიღუპა
Bild - გერმანიის მოქალაქე მიგრანტებთან ჩხუბის შემდეგ დაიღუპა

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, გერმანიის მოქალაქე მიგრანტებთან ჩხუბის შემდეგ დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ კიოტენში მოხდა. თვითმხილელების ცნობით, ორი ავღანელი მიგრანტი, საბავშვო მოედანზე მყოფ გერმანელ ქალს ედავებოდა. ქალს ორი გამვლელი გამოესარჩლა. დაიწყო ჩხუბი, რომლის შედეგადაც 22 წლის გერმანიის მოქალაქემ სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ორი ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.

ამასთან, Bild-ის ცნობით, დაღუპულის ძმა ულტრამემარჯვენეა, რომელსაც რადიკალებთან აქვს კავშირი.

შეგახსნებთ, მანამდე გერმანიის ქალაქ კემნიცში მიგრანტებთან ჩხუბის დროს გერმანიის მოქალაქე მოკლეს, რასაც ქალაქში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. 35 წლის გერმანიის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს, კიდევ ერთს ამ დრომდე ეძებენ. სამივე მათგანი მიგრანტია.