ბილ გეითსი - „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება და არა მათ, ვინც ყველაზე მეტ ფულს გადაიხდის 
ბილ გეითსი - „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება და არა მათ, ვინც ყველაზე მეტ ფულს გადაიხდის 

„კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება და არა მათ, ვინც ყველაზე მეტ ფულს გადაიხდის, – ამის შესახებ ბილ გეითსმა შიდსის საერთაშორისო საზოგადოების მიერ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით გამართულ ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა.

მილიარდერის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პანდემია კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.

„თუ ჩვენ ვაქცინებსა და პრეპარატებს მათ მივცემთ, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის, იმის მაგივრად, რომ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მივიღებთ უფრო გრძელვადიან, უსამართლო და მომაკვდინებელ პანდემიას“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

ბილ გეითსმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა მსოფლიომ ეს რთული გადაწყვეტილებები საბაზრო წესებზე დაყრდნობის მაგივრად, სამართლიანობის პრინციპით მიიღოს.

მისივე განცხადებით, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა ფართომასშტაბიანი და სამართლიანი განაწილების სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

დატოვე კომენტარი