ბილ გეითსი ხელოვნურ ინტელექტს ბირთვულ იარღსა და ბირთვულ ენერგიას ადარებს
ბილ გეითსი ხელოვნურ ინტელექტს ბირთვულ იარღსა და ბირთვულ ენერგიას ადარებს

მაიკროსოფთის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი ხელოვნურ ინტელექტს ბირთვულ იარღსა და ბირთვულ ენერგიას ადარებს.

სტენფორდის უნივერსიტეტში, ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის გახსნაზე ამერიკელმა მილიარდერმა თქვა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მედიცინისა და განათლების სფეროების ტრანსფორმაცია, თუმცა მისი გამოყენება რისკის შემცველია.

„მსოფლიოს არ ჰქონია ბევრი ისეთი ტექნოლოგია, რომელიც თანაბრად არის პერსპექტიული და საშიში, როგორიც ხელოვნური ინტელექტია. ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი, ბირთვული ენერგია და ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.

მაიკროსოფთის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პერსპექტიული წამლების გამოსავლენად და წამლების შექმნის პროცესის დასაჩქარებლად. გეითსი იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დამხმარე მასწავლებლების მიერ სტუდენტებისთვის შექმნილი პერსონალური ინსტრუქტორის დრო ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროს ტრანსფორმაციის საშუალებას მისცემს. დიდი პოტენციალის მიუხედავად, ბილ გეითსი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაფუძნებული თანამედროვე სისტემების მთავარი პრობლემა გაუმჭვირვალობაა.