ბიძინა კულუმბეგოვი - ყველას მოვუწოდებ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, ყველამ უნდა გამოავლინოს პასუხისმგებლობა, ვაქცინა საშიში არ არის 
ბიძინა კულუმბეგოვი - ყველას მოვუწოდებ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, ყველამ უნდა გამოავლინოს პასუხისმგებლობა, ვაქცინა საშიში არ არის 

ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, ეს არის სიმბოლური განსახიერება იმის, რომ ჩემთვის დასრულდა პანდემია, – ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვმა დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

„მინდა, პანდემია დასრულდეს ჩემი ქვეყნისთვის და მთლიანად პლანეტისთვის, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება, მუდმივად არ ვიყოთ დაუსრულებელ მარათონში, დავიკეტეთ-დავიხურეთ, ყველამ უნდა გამოავლინოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა, ეს არ არის არავითარ საშიშროებასთან დაკავშირებული. ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით ჩემმა კოლეგებმა, უნდა მივცეთ მაგალითი საზოგადოებას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიით გამოწვეული დანაკარგები იქნება აუნაზღაურებელი, რომელსაც ვერავინ უკან ვერ დააბრუნეს, ესენი არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ძვირფასი ადამიანები. ჩვენ გაგვიჩნდა ეს იარაღი ხელში, რომ პანდემიას საბოლოოდ გამოვუტანოთ განაჩენი და ყველა მოეკიდოს ამას შეგნებულად“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.