ბიძინა კულუმბეგოვი - ეპიდვითარება დასტაბილურებულია, მაგრამ ერთეულ შემთხვევებზე არ ჩამოვა, რადგან ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ სოციალური დისტანცია პრაქტიკულად ნულია
ბიძინა კულუმბეგოვი - ეპიდვითარება დასტაბილურებულია, მაგრამ ერთეულ შემთხვევებზე არ ჩამოვა, რადგან ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ სოციალური დისტანცია პრაქტიკულად ნულია

ეპიდვითარება დასტაბილურებულია, მაგრამ ერთეულ შემთხვევებზე არ ჩამოვა, რადგან ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ სოციალური დისტანცია პრაქტიკულად ნულია, მობილობის შეზღუდვა არ არსებობს საქართველოში, – ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა აღნიშნა, დღეს ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან, ყველაფერს აკეთებენ, პირბადის ტარების მაჩვენებელი 62-66 პროცენტში მერყეობს.

„500-დან 1000-მდე შემთხვევების რაოდენობა ალბათ მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება, თუმცა ამას ასე ვთქვათ ჩვენ უნდა დავასწროთ, ვაქცინაციის აქტიური რიცხვით, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, თუ ამ პერიოდში მილიონ ნახევარი ადამიანი მაინც გვეყოლება ერთჯერადად აცრილი, ეს მეოთხე ტალღის პრევენციას გააკეთებს. ჯერ ეს შემთხვევები გახსნილი ქვეყნისა და ეკონომიკის პირობებში ასე იქნება დიდი ხანი, მეტ კლებას არ უნდა ველოდოთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.