ბიძინა კულუმბეგოვი - ჩვენ თუ მიზნად მაინცდამაინც დავისახავთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გვქონდეს და სხვას არ მივეკარებით, შეიძლება, ვაქცინაცია 2023 წლამდე ვერ დავამთავროთ
ბიძინა კულუმბეგოვი - ჩვენ თუ მიზნად მაინცდამაინც დავისახავთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გვქონდეს და სხვას არ მივეკარებით, შეიძლება, ვაქცინაცია 2023 წლამდე ვერ დავამთავროთ

ჩვენ თუ მიზნად მაინცდამაინც იმას დავისახავთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გვქონდეს და სხვას არ მივეკარებით, შეიძლება, ვაქცინაცია 2023 წლამდე ვერ დავამთავროთ, რაც ძალიან დიდი შეცდომა იქნება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვმა გადაცემაში ჩინურ ვაქცინებზე საუბრისას აღნიშნა, ჩინეთში სამი პერსპექტიული ვაქცინა იქმნება – „სინოფარმის“, „სინოვაკის“ და „კანსინოსი“.

მისივე თქმით, ჩინეთი ბიოტექნოლოგიურ მეცნიერებებში არ ჩამორჩება და ამიტომ, საქართველომ სწორი სტრატეგიული გეგმით უნდა იმუშაოს.  

„თუ ჩვენ მიზნად მაინცდამაინც იმას დავისახავთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გვქონდეს და სხვას არ მივეკარებით, შეიძლება, ვაქცინაცია 2023 წლამდე ვერ დავამთავროთ, რაც ძალიან დიდი შეცდომა იქნება.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და წინასწარი მოლაპარაკებები გააქტიურდება, რაც საშუალებას მოგვცემს, ამ ვაქცინების აღიარებისა და დადასტურების შემდეგ ისინი ქვეყანაში სწრაფად იქნას შემოტანილი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.