ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

08:37, 02.10.2021

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

ბიძინა ივანიშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იყო მისული.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

მსგავსი